დებიტორული დავალიანების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა ხელფასი: 800
გაყიდვები: დისტრიბუცია
კომპანია,, ბარაქა,, არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 10  ქსელურ აგრომაღაზიასა , ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში. 
 
გვიხილეთ: 
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia  
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A 
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge  
 
ბარაქაში ვაცხადებთ  ვაკანსიას  დებიტორული დავალიანების სპეციალისტის პოზიციაზე.  
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • დებიტორებთან კომუნიკაცია  ვალების შეხსენების მიზნით. 
  • საჭიროებისამებრ საქართველოს რეგიონებში კომპანიის მანქანით დებიტორებთან ვიზიტი. 
  • დებიტორების შესახებ  მუდმივი რეპორტინგის წარომება და კონტროლი. 
  • ანგარიშსწორების გადამოწმება კომპანიის საბუთალტრო პროგრამაში. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; 
  • პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ 
  • კომპიტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა Word, Excel, Power Point  
 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,  10-დან 18 საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია. 
ანაზღაურება: 800 ლარი და ბონუსი. 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  დებიტორული დავალიანების სპეციალისტი. 
გისურვებთ წარმატებებს! 
შეტყობინება: "ბარაქა“  (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. 
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც „ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
„ბარაქა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. 
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე. 
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. 
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც „ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. 
ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ:  https://baraka.ge/