ბუღალტერ-ოპერატორი
2xP PRIORITY ჰორეკა
თარიღები: 08 ნოე - 07 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ-ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@horeca.ge
შპს „ჰორეკა“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე 
შპს „ჰორეკა“ 2008 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის სფერო არის კორპორატიული ჰიგიენა -პროფესიონალური ჰიგიენური საშუალებებით და სერვისებით უზრუნველყოფა. 

სამუშაო პირობები:  
  • სამუშაო საათები და დასვენების დრო: სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 (ხუთი) სამუშაო დღით ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, დილის 09:00 საათიდან, საღამოს 18:00 საათამდე. 
  • სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 145; მე-3 სართული მე-2 ოფისი. 
  • ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად. 
 
დასაქმებული და დამსაქმებელი თანხმდებიან, რომ დასაქმებული ვალდებულია მათ შორის: 
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის  დამუშავება, როგორიცაა: ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, ანგარიშ ფაქტურა, ინვოისი, სალაროს გასავლისა და შემოსავლის ორდერი; სალაროსა და ტერმინალის გადახდის ქვითარი და სხვა საჭირო ოპერაციები;  
  • სალაროს ოპერაციების (აგენტ + ) მონიტორინგი და  ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში; 
  • ბანკის ამონაწერის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში; 
  • ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებული გატარებების წარმოება; 
  • დებიტორული დავალიანებების ნაშთების შედარება და კონტროლი;  
  • შიდა კომპანიის პროტოკოლის მიხედვით, საქმიანობასთან დაკავშირებული რეპორტების წარმოება; 
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება. 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით; 
  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგი ცოდნა; 
  • სასურველია პროგრამა 1C / Balance -ში ან სხვა ბუღალტრული პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • კომუნიკაბელური; 
  • დეტალებზე ორიენტირებული; 
  • ორგანიზებული; 
  • ოპერატიული; 
  • განვითარებაზე ორიენტირებული; 

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე  hr@horeca.ge . სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ პოზიციის დასახელება 
გაცნობებთ რომ შპს“ჰორეკა“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.