გაყიდვების მენეჯერი
1xP PRIORITY პალატი
თარიღები: 23 ნოე - 07 დეკ
მდებარეობა: რუსთავი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@palatillc.com
 შპს „პალატი“, პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ფლობა;
  • ექსპორტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია ხის სამშენებლო მასალების გაყიდვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და შემუშავება; 
  • ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი;
  • გაყიდვების გეგმის შესაბამისად უკვე არსებული მომწოდებლების პირობების მოგროვება და ანალიზი;
  • დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება, როგორც ღირებულებაზე ასევე მიწოდების ვადებზე და სხვა პირობებზე;
  • ახალი კლიენტების მოძიება;
  • შესაბამისი გადამზიდი კომპანიების მოძიება, მოლაპარაკება და ლოჯისტიკის პროცესის მეთვალყურეობა;
  • პროდუქციის ექსპორტზე გაშვების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
  • გაყიდვების სრული ციკლის შესრულების მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • კომპიუტერის გამოყენების ფართო უნარ-ჩვევები; 
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული;
მდებარეობა - ქ. რუსთავი, მაზმიაშვილის 4.

ჩვენ გპირდებით განვითარების შესაძლებლობას,  კონკურენტულ ანაზღაურებას, კვებით უზრუნველყოფას და ჯანმრთელობის დაზღვევას. რაც მთავარია, კარგ სამუშაო გარემოს, რომ თავი იგრძნო კომფორტულად. 
ასე რომ, თუ ახლა ამას კითხულობ, გსურს შენი კარიერის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, მაშინ რაღას ელოდები, გამოგზავნე რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com და წერილის დანიშნულებაში (Subject) მიუთითე პოზიციის დასახელება - -გაყიდვების მენეჯერი რუსთავში.