გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
შპს ავერსი–ფარმა აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის(არამედიკამენტების დეპარტამენტში) პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები
  • ციფრული და სოციალური მედია კომუნიკაციისთვის ვიზუალური მასალის შექმნა
  • ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალის (ვობლერები, ფლაერები, ბულკეტები...) დიზაინის შექმნა, დამუშავება შესაბამის ფორმატში
  • ღონისძიებებისა და მარკეტინგული პროექტების ვიზუალური მასალების შემუშავება
  • GIF-ების მომზადება
  • დამტკიცებული დიზაინების არქივის წარმოება და ა.შ.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის/დიზაინის ან ინტერიერის დიზაინის მიმართულებით) ფაკულტეტი) და/ან შესაბამისი მიმართულების კურსები;
  • სარეკლამო მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • შესაბამისი გრაფიკულ-დიზაინერული კომპიუტერული პროგრამების  მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Corel Draw ან Adobe Illustrator);
  • კრეატულობა; ინიციატივიანობა
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00სთ-დან 15.00სთ-მდე
ფოტოსურათი 3X4 1ც.; 
პირადობის მოწმობის ასლი;  

მისამართზე:
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16;
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა:  03.12.2024 წელი. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.