ტრენინგების კოორდინატორი
თარიღები: 07 ნოე - 06 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
ადამიანური რესურსები:  ტრენინგის და განვითარების სპეციალისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@agrohub.ge
 აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების კოორდინატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ტრენინგების კალენდრის შედგენა, ტრენინგ მოდულების განსაზღვრა და შესაბამისი მასალის მომზადება.
  • ტრენინგის ჩატარებისთვის საჭირო სივრცის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა რესურსების უზრუნველყოფა.
  • ტრენინგში მონაწილეობა და შედეგების შეფასება, უკუკავშირის მოპოვება და ანალიზი.
  • თანამშრომელთა კომპეტენციის გაუმჯობესების მიზნით რეგულარული ანალიზის ჩატარება და შესაბამისი პროგრამების შემუშავება.
  • ტრენინგის შედეგების აღრიცხვა და დოკუმენტირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრი/უმაღლესი, ადამიანური რესურსების მართვის, მენეჯმენტის ან სხვა დაკავშირებული სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
  • მინიმუმ 2-3 წელი ტრენინგებისა და განვითარების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაცია როგორც შიდა, ასევე გარე პარტნიორებთან.
  • დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა.
  • გუნდთან თანამშრომლობა და პროცესების კოორდინაცია.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge
გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ტრენინგების კოორდინატორი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
  • დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’ საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
  • სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
  • ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
  • მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
  • მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
  • ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
  • ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’
 შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."