დაცვის/უსაფრთხოების თანამშრომელი
თარიღები: 08 ნოე - 04 დეკ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: მოქნილი გრაფიკი
ხელფასი: 800
განათლება: საშუალო განათლება
გამოცდილება: 3 - 5 წლამდე
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი) მაღაზიის/ობიექტის დაცვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: iberiastargroup@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995595385050
სამშენებლო კომპანია  შპს "იბერია სტარ გრუპი"  აცხადებს  ვაკანსიას  დაცვის (უსაფრთხოების) თანამშრომლის პოზიციაზე  ქ. ქუთაისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიაში უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
  • მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
  • საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში.
  • კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა.
  • საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება.

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინა და ორგანიზებულობა.

ანაზღაურება 800 ლარი.

განაცხადის პროცედურა:
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე:  IBERIASTARGROUP@GMAIL.COM (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა) ან დაგვირეკეთ საკონტაქტო  
ნომრებზე:+995 595 38 50 50

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "იბერია სტარ გრუპი "-სთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს "ჰიბერია სტარ გრუპი"-ს მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "იბერია სტარ გრუპი"-მ შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

პს "იბერია სტარ გრუპი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.