"IT Service Georgia" წარმოადგენს კომპანიას რომელიც ემსახურება ამერიკაში არსებულ სატრანსპორტო (გადამზიდ) კომპანიებს აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაში.
პოზიცია : აპლიკაციების მხარდაჭერის მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: კომპანია მუშაობს 24/7 -ზე, შესაბამისად აღნიშნულ პოზიციაზე თანამშრომლები მუშაობენ ცვლების მიხედვით (დღის პირველი ნახევარი, დღის მეორე ნახევარი, ღამის ცვლა).
ადგილმდებარეობა: თბილისი
სახელფასო ანაზღაურება: აღნიშნულ პოზიციაზე, ხელზე ასაღები სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 1,200 – 1,500 ლარს.
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- შემოსული ამოცანების ანალიზი და მათზე დროული რეაგირება;
- განხორციელებული ცვლილებების შემოწმება/ტესტირება;
- აპლიკაციის იუზერების პროგრამულ-ტექნიკური დახმარება;
- პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული თვისებები:
- ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე :
info@itservicegeo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ‘აპლიკაციების მხარდაჭერის მენეჯერი’.
გასაუბრების პირველი ეტაპი არის ტესტირების ტიპის (ლოგიკური ტესტი), ხოლო შემდგომი ეტაპი უშუალოდ გასაუბრებაა.