კაფე „ცენტრალი“ მდებარეობს ბათუმის შუაგულში, პრესტიჟულ ადგილას და სთავაზობს სტუმრებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, სასიამოვნო გარემოს, ექსკლუზიურ კერძებსა და საუცხოო დესერტებს.
კაფე ცენტრალი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: კონდიტერი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/მოვალეობები:
- კაფის კონცეფციის შესაბამისად, შეფ-კონდიტერის რეცეპტურით სხვადასხვა სახის საკონდიტრო პროდუქტის მომზადება;
- საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
- ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
- არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
- საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის და ხარისხის მოთხოვნების ცოდნა;
- მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება, რეცეპტების, კალკულაციების და დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
- საკონდიტრო, საცხობი დანადგარების და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა/კონტროლი;
- სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა HACCP სტანდარტების მიხედვით.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: 09:00 – 18:00, 1 საათი შესვენება, კვირაში 40 საათი.
კვირაში 2 დღე დასვენება;
სახელფასო ანაზღაურება : 1500 ლარიდან 2000 ლარამდე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: ქალაქი ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. #56
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე:
hr@centralmg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!