შპს „გერგილი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შრომის უსაფრთხოების დამწყები სპეციალისტის პოზიციაზე;
შპს „გერგილი“ წამყვანი საკონსულტაციო კომპანიაა შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის სფეროში.
ადგილმდებარეობა: თბილისი, რეგიონები (მივლინება)
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი
შრომის ანაზღაურება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მოთხოვნები:
- სასურველია შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- ვაკანსიაზე განიხილება მოტივირებული პიროვნება, რომელსაც სურს განვითარდეს და მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B 1 – B 2 დონე);
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა და დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
- აუცილებელია კარგი წერითი უნარების ფლობა;
- სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია);
ფუნქციები:
- შრომის უსაფრთხოების გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად ობიექტებზე ვიზიტი;
- ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში ჩართულობა;
- ხელმძღვანელის მითითებით დავალებების შესრულება;
- ანგარიშების მომზადება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
- კომპანიებში შრომის უსაფრთხოებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
- შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული დოკუმენტაციის გაანხლება;
- ანგარიშების, რისკის შეფასების დოკუმენტების და სხვა სათანადო დოკუმენტების მოზადებაში ჩართულობა და მათი მომზადების სწავლა;
ჩვენ გთავაზობთ:
განვითარების შესაძლებლობას და გამოცდილების გაღრმავებას სხვადასხვა სექტორში - შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
მოქნილი გრაფიკი – საშუალება სამუშაოს დღის განაწილების მართვაში;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და არსებობის შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
t.gvasalia@gergili.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შპს „გერგილი“-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.