გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 08 ნოე - 06 დეკ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@tempoholding.ge
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ”Tempo Holding“ სამშენებლო ბაზარზე პროექტით “Queen’s Residence“ წარსდგა. ჰოლდინგის განვითარების გეგმა ითვალისწინებს უახლოეს მომავალში დამატებით რამდენიმე უნიკალური კონცეფციის მქონე პროექტის ინიცირებას და დანერგვას. კომპანიის გუნდი შედგება კვალიფიციური და სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებისგან, რომლებიც არსებული სამუშაოს ანალიზის საფუძველზე განსაზღვრავენ გუნდის საჭიროებებს  და შესაბამის დეპარტამენტებს თანამედროვე მოთხოვნები/სტანდარტების გათვალისწინებით ქმნიან.

Tempo Holding აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების მენეჯერი

გაყიდვების მენეჯერის  მოვალეობები:
  • ლიდების დამუშავება, ინფორმაციის ანალიზი და პოტენციური მყიდველების იდენტიფიცირება;
  • პოტენციური მყიდველის სრული ინფორმირებულობის უზრუნველყოფა;
  • პოტენციურ მყიდველთან ეფექტური საკომუნიკაციო არხების შექმნა და უწყვეტი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის და სერვისების შესწავლა, აღნიშნული ინფორმაციის მომხმარებლებისთვის მიწოდება/შეთავაზება;
  • მომხმარებლის საჭიროების მიხედვით შეთავაზების მომზადება და პრეზენტაცია;
  • მომხმარებლისთვის ინდივიდუალური გამოცდილების შექმნა;
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის მიერ შემუშავებული გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის შესრულება;
  • გაყიდვების ხელმძღვანელის უშუალო მითითებების შესრულება.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი კვალიფიკაცია:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაოების გამოცდილება (1+ ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
  • რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად;
  • CRM- ში მუშაობის გამოცდილება ( Bitrix ჩაითვლება უპირატესობად).

პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • ყურადღებიანი და მზრუნველი კომუნიკაციის სტილი;
  • ინდივიდუალური და გუნდში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო საათები:  ხუთი სამუშაო დღე,   10:00-19:00
გთავაზობთ კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და  საბონუსე სისტემას.

დასაქმების მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@tempoholding.ge