სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში
თარიღები: 07 ნოე - 06 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სტაჟირება
მივლინება: არა
ხელფასი: 600
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: khakhalaia@giec.ge
შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგი“ ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში.ჰოლდინგში შემავალი კომპანიები 30 წელზე მეტია, რაც ოპერირებენ ადგილობრივ ბაზარზე და ასევე ახორციელებენ ინვესტიციებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.  
ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულების საქმიანობის სფეროები დივერსიფიცირებულია და მოიცავს: ელექტროენერგიის გენერაციას,უძრავი ქონების მართვასა და განვითარებას, განათლებას, დაზღვევას, ჯანდაცვას, სამშენებლო მასალების წარმოებას და ა.შ ჯგუფი ასევე ახორციელებს ინვესტიციებს სხვა სექტორებშიც,  როგორც ადგილობრივად, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  
მიუხედავად უკვე არსებული მრავალპროფილური პორტფელისა, ჯგუფი მუდმივად აგრძელებს ზრდას, ახალ სექტორებში შესვლას და პოზიციების გამყარებას. 

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ დეპარტამენტში სტაჟიორის პოზიციაზე 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი 

ზოგადი პირობები: 
სტაჟირების დაწყების სასურველი პერიოდი: ნოემბერი; 
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3-დან 6 თვემდე; 
ხელზე ასაღაბი ანაზღაურება სტაჟირების განმავლობაში: 600 ლ; 
სამუშაო განრიგი: ინდივიდუალური, წინასწარ შეთანხმებული ლექციების და გამოცდების გათვალისწინებით (ოფისის სამუშაო განრიგია: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30); 
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34; 

სტაჟიორი გაეცნობა და მონაწილეობას მიიღებს შემდეგ პროცესებში: 
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, მენეჯერული რეპორტების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან გადახრების ანალიზი; 
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტების მომზადება, ანალიზი; 
  • ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან; 
  • ჯგუფში შემავალი კომპანიების პერიოდული პროგნოზების მომზადება/ანალიზი; 
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება; 
  • ხელმძღვანელების დავალებით განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო საკითხებზე მუშაობა. 
  • ჯგუფის ძირითადი ბიზნეს მიმართულებების პერიოდული სექტორული ანალიზი; 
  • ფინანსურ მოდელირებაში მონაწილეობის მიღება, ანალიზი, შეფასება. 
  • მოზიდული საბანკო პროდუქტების/რესურსების და შესაბამისი კოვენანტების მონიტორინგი; 
  • საბანკო მონიტორინგის პროცესში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება/ანალიზი. 
 
აუცილებელი მოთხოვნები: 
  • ფინანსების, აუდიტის ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით წარმატებით დასრულებული ორი კურსი; 
  • Microsoft Office, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა; 

ვაკანსიით დაინტერესების შეთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: khakhalaia@giec.ge  გთხოვთ,  ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება. 
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ მეილზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;  
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით;  ამისთვის უნდა მოგვწეროთ იმავე ელექტრონულ მისამართზე.  
 
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.