მეამა თავისს გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს ბარისტას პოზიციაზე მეამა ქოლექთისთვის.
ვეძებთ კადრებს, რომლებსაც აინტერესებთ მრავალფეროვან პროდუქტებთან მუშაობა და უყვართ ხალხთან კომუნიკაცია. მეამა ქოლექთში ბარისტას პოზიციაზე გთავაზობთ სტუდენტებისთვის მოქნილ სამუშაო გრაფიკს, სწავლის და სამსახურის შეთავსების შესაძლებლობას.
მეამა ქოლექთი არის ახალი კონცეფციის ყავის ობიექტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, როგორც მეამას კაფსულის უნიკალურ გემოებს, ასევე ყავაზე და ჩაიზე დაფუძნებულ სხვადასხვა კოქტეილებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს - სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია (ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ);
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- საბოლოო ეტაპზე შერჩეული კანდიდატების პროფესიული გადამზადება მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად.
- ანაზღაურება: 1000 ლარი
კანდიდატის ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები იქნება:
- მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
- ცხელი და ცივი ყავის/ჩაის სხვადასხვა სახეობის სასმელების მომზადება;
- მეამას პროდუქტების დეტალური ცოდნა და მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქტის შერჩევა;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
- სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
- მნიშნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და პუნქტუალური;
- საბაზისო დონეზე საოფისე და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე:
career@meama.geგანაცხადის მიღების ვადა: 2024 წლის 7 დეკემბერი
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ბარისტა, თბილისი
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.გისურვებთ წარმატებას!