შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს გაყინული ხორც პროდუქტების იმპორტს და "რერა"-ს ნახევარ ფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
სამუშაოს აღწერა:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
- საბუღალტრო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
- საბანკო ოპერაციების პროგრამაში გატარება და ნაშთების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების პროგრამაში გატარება და ნაშთების კონტროლი (მათ შორის ჩეკების დადარება RS.GE -ს თან);
- დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
- ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა და გადაგზავნა;
- მომსახურების ხელშეკრულებების მიხედვით ხარჯის დარიცხვა და დაარქივება;
- საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- 1C 8.3 ERP-ში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
- Excel ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- უმაღლესი განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით
უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (2 205 507). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.