ელექტრიკოსი მექანიკოსი
1xP PRIORITY G&A GROUP
თარიღები: 19 ნოე - 06 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა:  ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gagroup.com.ge
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, სამი ბრენდით ,,ნობათი’’-  გაყინული ხორცპროდუქტებით,  "რერა" პრემიუმ ხარისხის ნახევარფაბრიკატებით და ,,ხინდა" ეკონომ კლასის ნახევარფაბრიკატებით, მთელი საქართველოს მაშტაბით .

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში ელექტრიკოსი მექანიკოსის პოზიციაზე.
მაღალი ანაზღაურებით,

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შიდა-ელექტრო გაყვანილობის, ავტომატიზირებული მოწყობილობების, ჩამრთველების, 
  • ძრავების ელექტროგაყვანილობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
  • ნათურების გამოცვლა ოფისის და საწარმოს ტერიტორიაზე;
  • დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში;
  • პრევენციული სამუშაოების ჩატარება და განახლება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება საჭიროების შემთხვევაში (კომპეტენციის ფარგლებში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, ტექნიკური მიმართულებით;
  • უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილებით
  • აუცილებელი მოთხოვნა, კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიცირების მოწმობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

კომპანია უზრუნველჰყოფს
  • ერთჯერად კვებას (სადილი)
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • სამუშაო ფორმას

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე  შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 727 577 

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge  გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.