შპს "ავტოტექნო" წარმოადგენს სატვირთო ავტომობილებისა და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და გახლავთ ორი გიგანტი ჩინური ბრენდის, SINOTRUK HOWO-სა და SHANTUI-ს ოფიციალური დილერი საქართველოში.
კომპანიას შემოჰყავს საქართველოს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის ინდუსტრიული ავტოტექნიკა, მათ შორის თვითმცლელები ბეტონის მიქსერები, ბულდოზერები ექსკავატორები, დამტვირთველები და ა.შ, ასევე მისი საქმიანობის სფერო მოიცავს არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციასა და გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურებას, მიმდინარე ტექნიკურ სერვისს.
"ავტოტექნო" წლიდან წლამდე საშუალოდ 100%-ით ზრდის რეალიზაციის მოცულობას. 2023 წლის ოფიციალური მონაცემებით კი, ახალი სატვირთო მანქანების ბაზრის 60%-ს ფლობს, რაც ხაზს უსვამს მის სიძლიერესა და წარმატებას ინდუსტრიაში.
კომპანიის გაფართოების სწრაფი ტემპებიდან გამომდინარე "ავტოტექნოს" გუნდში ვიწვევთ ნიჭიერ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატებს!
ვაკანსია: მძღოლი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1000-1200 (NET) + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული წინსვლას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
- კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს ( 2% )
- დაზღვევასა და Fitpass-ს;
- სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
- მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
- 24 + 4 საშვებულებო დღეს;
- შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვისის მექანიკოსების გადაადგილების უზრუნველყოფა;
- სამუშაოს შესრულებისას მიბარებული ავტომობილის ტექნიკური და ვიზუალური მდგომარეობის მონიტორინგი;
- ავტომობილის გამართულობის უზრუნველყოფა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა მართვის მოწმობის B,C კატეგორია.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტთან;
- გასაუბრება გაყიდვების განყოფილების უფროსთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე:
career@autotechno.ge წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მძღოლი".
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!