ექთნის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი ჟორდანიას კლინიკა
მივლინება: არა ხელფასი: 900
განათლება: პროფესიული კოლეჯი
სამედიცინო: მედდა
"ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინ ვიტრო (IVF) დეპარტამენტის ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. 
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა. 
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:00-18:00 სთ. შაბათი (საჭიროების შემთხვევაში 10:00-15:00 სთ)  
ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები) 
განყოფილება: ინ ვიტრო (IVF) დეპარტამენტი 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • პაციენტთა საექთნო მოვლის საკითხებში მონაწილეობა; 
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში; 
  • პაციენტის ტრანსპორტირება; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი III სემესტრიდან; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ელ-ფოსტაზე: vacancy@zhordaniaclinic.ge   და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ექთნის თანაშემწე ინ ვიტრო“ 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.