ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი -აცხადებს ტენდერს: პარკინგის სამშენებლო სამუშაოები სს „ლომისი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე
ფასთა გამოკითხვა
პარკინგის სამშენებლო სამუშაოები სს „ლომისი“-ს კუთვნილ ტერიტორიაზე
№ EF-GE/718
დანიშნულება: ავტოსადგომის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა 7848კვ. მ. (ლუდსახარში ნატახტარის ტერიტორიაზე)
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
- ტენდერის სააპლიკაციო ფორმა (BoQ);
- ხელშეკრულების ნიმუში;
- საპროექტო დოკუმენტაცია. (დაინტერესებულ პირობებს საპროექტო დოკუმენტაცია გაექცავებნათ მეილზე კომუნიკაციის შემდგომ.)
დაინტერესებულმა პირებმა მეილზე უნდა გამოგზავნონ:
- შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა (BoQ);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- პროექტის შესრულების გრაფიკი (Microsoft Project & PDF ვერსია).
ტენდერის პირობები:
- ფასი მოცემული უნდა იყო ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს ჩათვლით;
- მშენებლობა უნდა განხორციელდეს არესებული პროექტის მიხედვით;
- გადახდის პირობა: 60 დღე.
გთხოვთ მეილში მიუთითოთ:
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია: პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი, მობილური და ელ.ფოსტა;
- ტენდერის დასახელება;
- მიმღები განყოფილების დასახელება: ლოგისტიკის დეპარტამენტი.
- გთხოვთ დაგვიდასტურეთ სატენდერო განაცხადის მიღება.
- სატენდერო წინადადება გამოგვიგზავნეთ ელექტრონულად ქვემოთ მითითებულ მეილებზე
- მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
- შემოთავაზების მიღება იწყება 07.11.2024 09:00
- შემოთავაზების მიღება მთავრდება 21.11.2024 17:00 საათი.
სამუშაოების შესრულების ვადა არის 4 თვე (120 კალენდარული დღე).
სატენდერო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება ყველა იმ კომპანიის განაცხადის განხილვა, რომელიც სრულყოფილად წარმოადგენს სატენდერო წინადადებაში მოცემულ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. საპროექტო კომპანიის შერჩევა და გამარჯვებულად გამოვლენა მოხდება წარმოდგენილი ფასის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არასწორი ან არასრულყოფილი წინადადება არ განიხილება.
ყველა სრულყოფილად წარმოდგენილი წინადადებების განხილვა მოხდება სს „ლომისი“-ს სატენდერო კომიტეტის მიერ, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს.
ხელშეკრულების შაბლონი წარდგენილი იქნება სს „ლომისი“-ს მხრიდან (იხ. თანდართული ფაილი).
გამარჯვებული კომპანიის მხრიდან სავალდებულოა ხელშეკრულების საავანსო ღირებულების და ხარისხის საბანკო გარანტიის წარდგენა.
სს „ლომისი“ უფლებას იტოვებს თვითონ შეცვალოს ტენდერის დასრულების ვადა, შეცვალოს კონკურსის პირობები, ან შეწყვიტოს მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე.
მონაწილის მიერ წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს წინადადებების მიღების თარიღიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ლოგისტიკის დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
სათაო ოფისი, სოფ. ნატახტარში
ტელ.: (+99532) 180797
შენიშვნა: წინადადების წარდგენის მომენტისთვის პრეტენდენტი არ უნდა იყოს გაკოტრების პროცესში, ლიკვიდაციის პროცესში და საქმიანობის დროებით შეჩერების მდგომარეობაში.