ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
თარიღები: 08 ნოე - 30 ნოე
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ინტერნეტ მარკეტინგი მარკეტინგის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@abmu.edu.ge
დასახელება : ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი
გამოქვეყნება:  07 ნოემბერი / 30 ნოემბერი
სამუშაო გრაფიკი: სრული 
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად

შპს ავიცენა- ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:
  • ციფრული მარკეტინგის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნა 
  • ვებგვერდის მართვა, მისი განვითარებისთვის საჭირო პროექტებში ჩართულობა
  • სარეკლამო კამპანიების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, მართვა და ოპტიმიზაცია, სხვადასხვა არხებისთვის
  • ციფრული არხების ანალიტიკა და რეპორტების მომზადება, შედეგების მიხედვით რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება
  • კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა
  • სარეკლამო და ბრენდირებული ნივთების საჭიროების განსაზღვრა
  • ფოტო-ვიდეო მასალების გადაღება და მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება (Meta Business Suit, SEO, Meta Ads Manager; Linkedin, Google Analytics, Google Ads - ის ცოდნა)
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
  • აუცილებელია ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ციფრული მარკეტინგის მიმართულებით შესაბამისი განათლება (ტრენინგები,მოკლე კურსი), ჩაითვლება უპირატესობად
  • მინიმუმ 1 გრაფიკული პროგრამის ცოდნა.
  • ანაზღაურება გამოცდილების გათვალისწინებით;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • კრეატიული აზროვნება;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@abmu.edu.ge
გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.