პირადი მენეჯერი
თარიღები: 21 ნოე - 05 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა:  დაზღვევა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@benefits.ge
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას პირადი მენეჯერის თანამდებობაზე სამედიცინო დეპარტამენტში.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე www.benefits.ge 

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30 – 18:30

ფუნქციები
  • დაზღვეულთა კმაყოფილების და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, კომპანიაში დანერგილი სტანდარტების გათვალისწინებით;
  • დაზღვეულსა და კომპანიას შორის მაკავშირებელი ფუნქციის შესრულება;
  • დაზღვეულთა სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია;
  • მოთხოვნისამებრ, მომსახურების მიღებასთან, დაფარვებთან, პროვაიდერულ ქსელთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
  • სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაცია და მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე სადაზღვევო სფეროში;
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი; 

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
  • მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
  • ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
  • პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
გაცნობებთ, რომ „სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!