საცალო სესხების მართვის იურისტი
თარიღები: 06 ნოე - 20 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
საბანკო:  საბანკო(ზოგადი) იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@basisbank.ge
წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?
ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ საცალო სესხების მართვის იურისტს ვეძებთ თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამართავად გადაცემული პრობლემური ფულადი ვალდებულებების გარშემო საბანკო დოკუმენტაციის გამოთხოვა, მოძიება, შესწავლა; სავარაუდო მოპასუხის შესახებ პირადი მონაცემების მოძიება, გადამოწმება, მის საკუთრებაში რიცხული ქონების მოძიება;
  • სარჩელის მომზადება, აკინძვა, სპეციალურ პროგრამაში აღრიცხვა, ელექტრონული დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვა;
  • სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება და ბანკის ინტერესების დაცვა;
  • სასამართლო გადაწყვეტილებების გასაჩივრება საჭიროების შემთხვეაში;
  • მოპასუხესთან მოლაპარაკებების წარმოება მორიგების მიზნით, მორიგების პირობების უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება, მორიგების დამტკიცების მიზნით შესაბამისი შიდა საბანკო და სასამართლო პროცედურების განხორციელება;
  • მხარესთან კომუნიკაციის პროცესში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა და ეროვნული ბანკის რეგულაციების დაცვა;
  • სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას დამსაქმებლის რეპუტაციის, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და სხვა რეგულაციების დაცვა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები;
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე: hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.