ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას „ექოსკოპისტის“ შემდეგ პოზიცებზე:
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება.
სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი (მუხიანი, საბურთალო, ვარკეთილი, სანზონა);
სამუშაო გრაფიკი - სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით);
ექოსკოპისტი
- ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობის გაწევა სამედიცინო კომპეტენციის შესაბამისი საექიმო კომპეტენციის მიხედვით;
- შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას.
- პაციენტის მართვა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
- საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი შესაბამისი მიმართულებით;
- ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო გაიდლაინების ცოდნა;
- საოფსე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
ჩენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და სასიამოვნო გარემოს;
- პროფესიულ და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- მრავალფეროვან საბონუსე სისტემას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!