შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Dyson, JBL, HarmanKardon, Ninja, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში,
ძირითადი მოვალეობები:
- დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
- კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;
- პროდუქციის განლაგება Dyson-ის სტანდარტების შესაბამისად
- გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
- ახალი მოდელების შესწავლა;
- სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება - სტუდენტი);
- უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
- პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;
- ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;
- გამართული გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00
შერჩევის ფორმა: გასაუბრება
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე:
info@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "Dyson ბრენდ ამბასადორი".
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარების შესაძლებლობას.