ბრენდ ამბასადორი

ბათუმი სრული განაკვეთი Dyson
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
შპს „ჯეოტეკ დისტრიბუცია“, მსოფლიო ბრენდების (Dyson, JBL, HarmanKardon, Ninja, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში, 
Dyson-ის რიგით მესამე ბრენდ ზონისთვის აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.  
  

ძირითადი მოვალეობები: 
  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;  
  • კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება;  
  • პროდუქციის განლაგება Dyson-ის სტანდარტების შესაბამისად  
  • გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;  
  • ახალი მოდელების შესწავლა;  
  • სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება (დასაშვებია არასრული განათლება - სტუდენტი); 
  • უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;  
  • სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება.  
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;  
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი;  
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა;  
  • გამართული გადმოცემის უნარი;  
  • გუნდური მუშაობის უნარი;  
  • მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა.  
 
ადგილმდებარეობა: ბათუმი, სავაჭრო ცენტრი „გრანდ მოლი“ 
დასაქმების ტიპი: არასრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00  
შერჩევის ფორმა:  გასაუბრება 
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი  
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: info@geoteckltd.com და სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება: "Dyson ბრენდ ამბასადორი". 
 
კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს და განვითარების შესაძლებლობას.