საოპერაციო მენეჯერის ასისტენტი
თარიღები: 06 ნოე - 05 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარაგების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gtcgroup.ge
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე. 

პოზიცია:  საოპერაციო მენეჯერის ასისტენტი 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაყიდვებისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება - ხელშეკრულებების და ინვოისების მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება;
  • საბუღალტრო სასაწყობე პროგრამაში საოპერაციო ნაწილის შესრულება;
  • საოპერაციო მენეჯერის მიერ დღის დავალებების შესრულება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა და შეუსაბამობების აღრიცხვა; ფიზიკური ნაშთების შედარება,  
  • CRM პროგრამაში მიმდინარე დავალებების შესრულება და ვადების კოტროლი; 
  • იჯარით გაყიდული პროდუქტების მიტანის და გამოტანის ორგანიზება, ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; 
  • კლიენტისგან მიღებული დანაკლისების და დაზიანებული პროდუქციის აღწერა, აღნიშნულის დოკუმენტირება და მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
  • ვალების  აქტის შედგენის შემდეგ კლიენტთან კომუნიკაცია, თანხის ჩარიცხვის უზრუნველყოფა;
  • დაზიანებული ან დანაკლისის შესახებ პროდუქციის შესახებ მომხმარებლის ინფორმირება და   დანამტებითი ზედნადების გამოწერა;
  • გაქირავებული საყალიბე სისტემის ვადების კონტროლი გასული; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:  hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება.