საწყობის ხელმძღვანელი
თარიღები: 21 ნოე - 05 დეკ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gtcgroup.ge
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქუთაისის ფილიალში.  
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე.  
სამუშაო ადგილი:  ქუთაისი, შევჩენკოს #10  

ფუნქცია-მოვალეობები:  
  • საწყობის ტერიტორიიდან გასული ყველა მასალის გასვლა/შემოსვლის მონიტორინგი; 
  • საწყობის ყოველდღიური ოპერაციების წარმოება, ეფექტური სამუშაო პროცესის წარმართვა; 
  • საწყობის თანამშრომლებზე ყოველდღიური დავალებების გაცემა და შესრულებული სამუშაოების კონტროლი; 
  • მარაგების მუდმივი კოტროლის ზომების განხორციელება დეფიციტის/გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით; 
  • გამზადებული პროდუქციის გაცემის უზრუნველყოფა და მონიტორინგი; 
  • პროდუქციის დატვირთვის პროცესის უზრუნველყოფა და მონიტორინგი; 
  • რეგულარული ინვენტარიზაციის წარმოება (მინიმუმ თვეში ერთხელ) მარაგების სიზუსტისთვის; 
  • საწყობის პერსონალის ზედამხედველობა, მათ შორის კადრების აყვანაში მონაწილეობის მიღება, პრაქტიკული ტრენინგი და შესრულებული სამუშაოს შეფასება; 
  • სამშენებლო მასალების შენახვისა და განთავსების შესაბამისი რეგულაციების დაცვა უსაფრთხო სამუშაო სივრცის შენარჩუნება, ინდუსტრიის სტანდარტების დაცვა; 
  • საწყობის ბიუჯეტის შემუშავება და მართვა, საოპერაციო ხარჯების ჩათვლით; 
  • პროდუქციის დალაგების, დახარისხების კოორდინაცია; 
 
უნარ-ჩვევები: 
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი  
  • დაქვემდებარებულების მართვის უნარი 
 
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე:  hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება. 
გისურვებთ წარმატებას!