ოფის მენეჯერი
თარიღები: 21 ნოე - 05 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@gtcgroup.ge
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში ჯი თი სი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე. 
კომპანია 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. მისი მონაწილეობით აშენდა მრავალი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, მაშტაბური საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულების კომპლექსები. დაარსების დღიდან, ჯი თი სი ზრუნავს ლოიალური მომხმარებლების ზრდასა და მათი კმაყოფილების დონის ამაღლებაზე. 

სამუშაო ადგილი:  თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 09:00-18:00 ან 09:30-18:30 
დასვენების დღეები: შაბათ-კვირა
ანაზღაურება: ფიქსი 1300 
ბენეფიტები: ულიმიტო სასაუბრო დრო, ჯანმრთელობის დაზღვევა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტების/სტუმრების მიღება ოფისში და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • თანამშრომელთა მივლინების ორგანიზება, სასტუმროსა და ავიაბილეთების ჯავშანი, მივლინების დროს თანამშრომელთა სწრაფი მხარდაჭერა საჭიროებებიდან გამომდინარე;
  • შეხვედრების ოთახის საჭირო ინვენტარით მომარაგება და შეხვედრისთვის უზრუნველყოფა;
  • ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა;
  • საოფისე-ადმინისტრაციული ინვენტარის მარაგების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ელექტრონული ფოსტის მართვა;
  • თანამშრომელთა აღრიცხვის სისტემაში შვებულება/ბიულეტინი/Day Off-ების ადმინისტრირება და რეპორტინგი ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელთან;  
  • საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ასლების შექმნა და სკანირება;
  • კომპანიის დამლაგებლების სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება; 
  • IT სისტემების მენეჯერთან მუდმივი კომუნიკაცია და კომპანიის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • ოფისში შემოსული საფოსტო გზავნილების მიღება და ადრესატისთვის ჩაბარების უზრუნველყოფა;
  • გასაგზავნი დოკუმენტების მომზადება, გაფორმება საფოსტო გზავნილისათვის და შესაბამისი ადრესატისთვის გაგზავნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • ოფის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • რამდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში გაკეთების უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე:  hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე  არ განიხილება.