არქიტექტურული კომპანია „ბიჯი“ აცხადებს ვაკანსიას
არქიტექტორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის განხრით;
- არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- არქიტექტურის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა;
- აუცილებელია არქიტექტურული პროგრამების ცოდნა;
- დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული პროექტების დეტალური ნახაზების შედგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- არქიტექტურული პროექტის შექმნის პროცესში, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) წარმომადგენლებთან;
- არსებული პროექტების კორექტირება/ცვლილება;
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან და მუნიციპალიტეტებიდან პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის ასაღებად საჭირო დოკუმენტაციისა და ნახაზების მომზედება;
- მუშა ნახაზების მომზადება;
პიროვნული უნარ-ჩევები:
- კრეატიულობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდურობა, შედეგებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის სწორად მართვის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
კომპანია გუნდის ახალ წევრს სთავაზობს:
- საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ, მეგობრულ გუნდთან ერთად თანამშრომლობას;
- კარიერულ განვითარებას და მრავალფეროვან პროექტებს;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 10:00-18:00
- მისამართი: ქ. თბილისი, მ. შავიშვილის ქ. #1ა
- ანაზღაურება: 2000 - 4000 გამოცდილების მიხედვით
დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე:
Info@bijiarch.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!