ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საბაგიროს დასუფთავების თანამშრომელი/ მრეცხავი
დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- საბაგირო გზის მუშაობის დაწყებამდე საბაგირო გონდოლების, ჩასასხდომ - გადმოსასხდომი ბაქნების გარეცხვასა და მათ ესთეტიურ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა ცვლის განმავლობაში;
- ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ან/და დასრულების შემდგომ დალაგება/დასუფთავების სამუშაოების განხორციელება; სარემონტო და ტექნიკური მომსახურების სამუშაოების წარმოების პროცესში დახმარება;
- პასუხისმგებელია მის მოხმარებაში არსებულ სამსახურის ძირითად საშუალებებსა და მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
- მრეცხავს მოეთხოვება შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების წესების, საწარმოო სანიტარულ - ჰიგიენური ნორმებისა და მოთხოვნების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება
- სასურველია ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის ცოდნა;
- სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კომუნიკაციის კარგი უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!