საბაგირო გზის სადგურის მორიგე-გამცილებელი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ქართული, ინგლისური, გერმანული
ტურიზმი/გართობის სექტორი: გამცილებელი
ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას საბაგირო გზის სადგურის მორიგე - გამცილებელის პოზიციაზე 
დამსაქმებელი:  საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
განაკვეთი: სრული 
 
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: 
  • საბაგირო გზის სადგურის მორიგე - გამცილებელი: 
  • ვალდებულია დაეხმაროს მგზავრებს მგზავრობის საფასურის ელექტრონულად გადახდისას და ავტომატური საკონტროლო პუნქტების გადალახვაში. მოახდინოს მგზავრთა იმ კატეგორიის იდენტიფიცირება, რომლებიც საბაგირო გზით მგზავრობისას სარგებლობენ შეღავათიანი მგზავრობის უფლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • ვალდებულია თვალყური ადევნოს სადგურის ბაქანზე მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილებას და ჩასხდომას, მოითხოვოს მგზავრებისაგან უსაფრთხოების წესების დაცვა ბაქანზე, ხოლო მგზავრთა მხრიდან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს მოძრაობა; 
  • პასუხს აგებს ცვლის განმავლობაში საბაგირო გზაზე მოსული მგზავრების უსაფრთხოებაზე ჩასასხდომ ბაქანზე მათი შემოსვლიდან მგზავრობის დაწყებამდე; 
  • ვალდებულია მოითხოვოს მგზავრებისაგან საბაგირო გზაზე ყოფნის დროს სანიტარული ნორმებისა და წესრიგის დაცვა;   
  • საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, ვალდებულია დაუყოვნებლივ გააჩეროს საბაგირო გზის მოძრაობა; 
  • საბაგირო გზაზე ნებისმიერი სახის ტექნიკური გაუმართაობის გამოვლენის შემთხვევაში რომელიც საფრთხეს უქმნის საბაგირო გზის უსაფრთხო ექსპლუატაციას, ვალდებულია დაუყოვნებლივ გააჩეროს საბაგირო გზის მუშაობა და შეატყობინოს ხელმძღვანელ პირებს; 
  • მონაწილეობს საბაგირო გზის, სამგზავრო ვაგონების, ძირითადი აგრეგატების, მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოებში; 
  • პასუხისმგებელია მის მატერიალურ პასუხისმგებლობაში არსებულ სამსახურის ქონებასა და საბაგირო გზის ბალანსზე რიცხული მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში; 
  • სადგურის მორიგე - გამცილებელს მოეთხოვება უსაფრთხოების ტექნიკის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, საწარმოო სანიტარული ნორმებისა და მოთხოვნების, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების და წესების, კომპანიის ხელმძღვანელობის განკარგულებითი დოკუმენტების (წესები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა) და სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • ტექნიკური განათლება 
  • ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ქართული ენის ცოდნა;  ინგლისური ენის ცოდნა;  სასურველია გერმანული ენის ცოდნა 
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა; 
 
 პიროვნული თვისებები: 
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • კომუნიკაციის კარგი უნარი. 
  • გუნდური მუშაობის უნარი.  
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge  არაუგვიანეს  2024 წლის  04 დეკემბრის ჩათვლით. 
 
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
წარმატებას გისურვებთ!