ტექნიკური დეპარტამენტის მთავარი ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ტექნიკოსი (ენერგეტიკა)
ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის მთავარი ტექნიკოსის პოზიციაზე
დამსაქმებელი:  საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია საბაგირო გზის ტექნიკურად გამართული მდგომარეობის კონტროლზე და უსაფრთხო ექსპლუატაციაზე ცვლის განმავლობაში;
  • საბაგირო გზაზე ტექნიკური დეპარტამენტის ცვლის უფროსის არ ყოფნის დროს ასრულებს მის მოვალეობასა და ფუნქციებს;
  • ვალდებულია განახორციელოს საბაგირო გზის ძირითადი კვანძების, აგრეგატების, ბაგირის, საბაგირო გზის ძირითადი პარამეტრებისა და მაჩვენებლების ვიზუალური დათვალიერება - შემოწმება,
  • ვალდებულია მგზავრების მიღებამდე, განახორციელოს ავარიული ამძრავის (დიზელის ძრავის) და დიზელ - გენერატორის სატესტო გაშვება არანაკლებ 3 (სამი) წუთის ხანგრძლივობით;
  • საბაგირო ხაზის მოძრავ მდგომარეობაში ვალდებულია განახორციელოს საბაგიროს სადგურების მიყურადება და უჩვეულო ხმის გამოვლენის შემთხვევაში დაადგინოს მისი წარმომავლობა;
  • შეამოწმოს მუშა და ავარიული მუხრუჭების გამართულობა, მათი ეფექტურობა საბაგირო გზის ამუშავების და დამუხრუჭების გზით;
  • განახორციელოს საბაგირო გზის საცდელი გაშვება, რა დროსაც სამგზავრო ვაგონის საშუალებით შენელებული სვლით ახორციელებს მთლიანად ხაზის (ტრასის) ვიზუალურ დათვალიერებას, ამოწმებს საყრდენ ანძებზე გორგოლაჭების მდგომარეობას;
  • ვალდებულია შემოწმება-დათვალიერების შედეგების და ჩატარებული სამუშაოების შესახებ შესაბამისი აღნიშვნები გააკეთოს ყოველდღიურ ჟურნალში.
  • ვალდებულია რაიმე გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის ხელმძღვანელ პირებს  და შემდგომ იმოქმედოს მათი მითითებების შესაბამისად; 
  • მონაწილეობს საბაგირო გზის, ტექნიკური მომსახურების გეგმებისა და გრაფიკების  შემუშავებაში,  ახორციელებს ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოებს;  
  • საბაგირო გზაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის, ან სხვა გაუმართაობის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს საბაგირო გზის ავარიული მართვის რეჟიმში და ახდენს მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაციას
  • პასუხისმგებელია მის მატერიალურ პასუხისმგებლობაში არსებულ სამსახურის ქონებასა და საბაგირო გზის ბალანსზე რიცხული მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
  • მთავარ სპეციალისტს მოეთხოვება უსაფრთხოების ტექნიკის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, საწარმოო სანიტარული ნორმებისა და მოთხოვნების, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების და წესების, კომპანიის ხელმძღვანელობის განკარგულებითი დოკუმენტების (წესები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა) და სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება
  • ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება,  (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია)
  • საბაგირო გზაზე პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 6 თვის სტაჟი.
  • ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას. 
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • კომუნიკაციის კარგი უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2024 წლის  04 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!