ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე
დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- საბაგიროზე არსებული დანადგარების და მოძრავი შემადგენლობის ყოველდღიური შემოწმება;
- საბაგიროს შემადგენელი დეტალების და დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვება.
- საბაგირო გზის გეგმიური ტექნიკური მომსახურება.
- ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ხარვეზის იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა.
- სათადარიგო ნაწილების და სახარჯი მასალების რაციონალური გამოყენება, ნაშთების კონტროლის პროცესებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება
- ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, (დანადგარების ექსპლუატაცია, სერვისი და ინსტალაცია)
- ქართული ენის ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნას.
- სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კომუნიკაციის კარგი უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!