ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი აცხადებს ვაკანსიას საბაგირო გზის ოპერატორის პოზიციაზე
დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!
დამსაქმებელი: საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი / პროექტი: ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- ვალდებულია განახორციელოს საბაგირო გზის და მართვის კომპიუტერული სისტემის საერთო სისტემური გამართულობის შემოწმება მგზავრთა მიღებამდე და მონიტორინგი მუშაობის პროცესში;
- ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას/ შესაბამის განსაზღვრულ პირებს გამოვლენილი გაუმართაობების ან დაზიანებების შესახებ და მონაწილეობა მიიღოს მათ აღმოფხვრაში;
- ცვლის განმავლობაში ვალდებულია აწარმოოს არსებული მეტეოროლოგიური პირობების, საბაგირო გზის მუშაობისათვის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში აცნობოს შესაბამის განსაზღვრულ პირებს, ხოლო შემდგომ იმოქმედოს ხელმძღვანელი პირების მითითებების შესაბამისად;
- ვალდებულია თვალყური ადევნოს მგზავრთა უსაფრთხოდ ჩასხდომა - გადმოსხდომას საბაგირო გზის სადგურის ბაქანზე. მგზავრთა მხრიდან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს საბაგირო გზის მუშაობა;
- ვალდებულია დაეხმაროს მგზავრებს მგზავრობის საფასურის ელექტრონულად გადახდისას და ავტომატური საკონტროლო პუნქტების გადალახვაში. მოახდინოს მგზავრთა იმ კატეგორიის იდენტიფიცირება, რომლებიც საბაგირო გზით მგზავრობისას სარგებლობენ შეღავათიანი მგზავრობის უფლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- საბაგირო გზაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის, ან სხვა გაუმართაობის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს საბაგირო გზის ავარიული მართვის რეჟიმში და ახდენს მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაციას;
- მონაწილეობს საბაგირო გზის, სამგზავრო ვაგონების, ძირითადი აგრეგატების, მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოებში;
- პასუხისმგებელია მის მატერიალურ პასუხისმგებლობაში არსებულ სამსახურის ქონებასა და საბაგირო გზის ბალანსზე რიცხული მატერიალურ - ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
- ოპერატორს მოეთხოვება უსაფრთხოების ტექნიკის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, საწარმოო სანიტარული ნორმებისა და მოთხოვნების, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების და წესების, კომპანიის ხელმძღვანელობის განკარგულებითი დოკუმენტების (წესები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა) და სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკური განათლება
- ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია გერმანული ენის ცოდნა
- სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კომუნიკაციის კარგი უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არაუგვიანეს 2024 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!