სასაწყობე ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი, საწყობის თანამშრომელი

HH Recruitment (www.HH.ge) აცხადებს შერჩევას სასაწყობე ლოგისტიკის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ერთ-ერთი წამყვანი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს საცალო გაყიდვების სფეროში


ძირითადი მოვალეობები:

  • ადამიანური რესურსების განსაზღვრა, სასაწყობე მეურნეობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
  • სასაწყობე მეურნეობის გაუმჯობესება კომპანიის მიზნების შესაბამისად;
  • პროდუქციის აგროვებისა, კონტროლის ხარისხის და სათანადო დოკუმენტაციის სიზუსტის უზრუნველყოფა არსებული სტანდარტის შესაბამისად;
  • სამუშაო პროცედურების ჩამოყალიბება/დარეგულირება საწყობის მოთხოვნების შესაბამისად;
  • საწყობის სამუშაო საათების და განრიგის განსაზღვრა, თანამშრომლების აღრიცხვიანობის ტაბელის წარმოება და კონტროლი;
  • მატერიალური  ფასეულობების  სახეობა,    მარკები,  ხარისხიანობა და სხვა  ხარისხობრივი  მაჩვენებლების  კონტროლი;
  • საწყობში მიმდინარე პროდუქციის ჩატვირთვა – გადმოტვირთვის  ორგანიზება;
  • ფასეულობების  შენახვის  წესები,  მათი  აღრიცხვიანობის  დებულებები  და  ინსტრუქციების შემუშავება;
  • უზრუნველყოფს დაქვემდებარებულებს შორის შესასრულებელი სამუშაოს სწორ გადანაწილებს და ეფექტურ მართვას;
  • კომპანიის საწყობის მფლობელობაში არსებული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ინვენტარის აღრიცხვა და მოვლა–შენახვის კონტროლი;
  • საწყობის  სისუფთავის და მდგომარეობის  კონტროლი;
  • დარღვევების  ანალიზი და ადმინისტრაციული  ზომების  მიღება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საწყობის სპეციალისტი/მენეჯერის პოზიციაზე;
  • 1-2 წლიანი გამოცდილება დისტრიბუცია/FMCG/რითეილის ინდუსტრიაში;


დაინტერესების შემთხვევაში, გამოეხმაურეთ ვაკანსიას ელ.ფოსტაზე: recruitment15@hh.ge

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!


წარმატებას გისურვებთ!