სასტუმროთა ქსელი “Ambassadori” – „ამბასადორი“ აცხადებს ვაკანსიებს თბილისში არსებულ რესტორანში „Mozaiko” _ში შემდეგ პოზიციაბზე : სერვის მენეჯერი
დეპარტამენტი: კვებისა და სასმელების დეპარტამენტი
ანგარიშვალდებულია F&B მენეჯერის წინაშე
ფუნქცია-მოვალეობები
- რესტორნის სამუშაო პროცესის ზედამხედველობა და კოორდინირება;
- სერვისში მომუშავე პერსონალის სწორი და ეფექტური მართვა;
- პერსონალის დატრენინგება და მათ პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
- მენიუში არსებული კერძების და სასმელების შემადგენლობების, დამზადების წესის, შეხამებისა და გასაყიდი ფასების სრულყოფილად ცოდნა;
- სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა;
- რესტორნის პროგრამისა და სალაროსთან მუშაობის პრინციპების ცოდნა;
- სერვის პერსონალის გარეგნობის სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- დარბაზის სისუფთავის კონტროლი;
- ინვენტარის მონიტორინგი;
- სამზარეულოს პერსონალთან კოორდინირებით კერძის დროული მომზადების, პრეზენტაციის, ხარისხის და თანმიმდევრულობის კონტროლი;
- სამუშაო პროცესის შედეგების ანალიზი და შესაბამის უფლებამოსილ პირთან რეგულარული რეპორტინგი.
საჭირო უნარები :
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაბელურობა;
- ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ღამის ცვლებში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@ambassadori.com
გისურვებთ წარმატებას!