სამშენებლო კომპანია ლიდერ დეველოპმენტი - აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო ობიექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ძირითადი მოთხოვნები:
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
ანაზღაურება: 2000 ლარიდან
სამუშაო კვირა: სტანდარტული
- სამშენებლო ობიექტის ზედამხედველობა.
- დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.
- მშენებლობისა და შიდა სარემონტო სამუშაოების პროცესების სრული მართვა და კონტროლი.
- კალენდარული გეგმა-გრაფიკის ყოველდღიური და ყოველკვირეული შესრულებების კონტროლი.
- კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების სამუშაოების კონტროლი და კოორდინაცია.
- მუდმივი კომუნიკაცია პროექტის არქიტექტორთან, საინჟინრო სისტემების დამპროექტებელთან, კონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერთან და ყველა პროექტში ჩართულ მხარესთან.
- უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის მხრივ კონტრაქტორების მიერ განხორციელებული სამუშაოების შეფასება და მონიტორინგი.
- ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- სამშენებლო წესების, რეგულაციების და ნორმების ცოდნა.
- არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad).
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
- ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
- ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.
- შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი.
- გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება: 2000 ლარიდან
სამუშაო კვირა: სტანდარტული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@ld.ge აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ლიდერ დეველოპმენტი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერ დეველოპმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.