აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენჯერის პოზიციაზე.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: სათაო ოფისი - ე. ანდრონიკაშვილის 151.
ძირითადი მოვალეობები:
- ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლის მოზიდვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
- საფასო პოლიტიკის სწორად დაგეგმვა/კონტროლი;
- მერჩენდაიზინგის მართვა;
- ასორტიმენტის მართვა;
- საქონლის ნაშთების მართვა;
- აქციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა/კონტროლი;
- ყოველთვიული გაყიდვების დაგეგმვა;
- კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კვების წარმოებასა და გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესად;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office; APex;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge . გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!