B2B მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერი
თარიღები: 06 ნოე - 04 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B) მარკეტინგი, რეკლამა, PR:  ზოგადი მარკეტინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr.coraltravelgeo@gmail.com
კომპანია  „CORAL TRAVEL“  აცხადებს  ვაკანსიას  B2B მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერის  თანამდებობაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბაზრის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და მართვა; 
  • ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება; 
  • გაყიდვების მასტიმულირებელი აქტივობების ორგანიზება/ჩატარება; 
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და ახალი კლიენტების მოძიება; 
  • გაყიდვების ახალი არხების, პარტნიორი კომპანიების, კლიენტების მოძიება და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; 
  • კომპანიის გაყიდვების გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების უზრუნველყოფა; 
  • გაყიდვების სრული ციკლის განხორციელება/ სხვადასხვა გაყიდვების არხების მართვა; 
  • ციფრული მარკეტინგის სტრატეგიული მართვა (საძიებო სისტემები, სოციალური მედია); 
  • ციფრული მარკეტინგის შედეგების ანალიზი და ოპტიმიზაცია; 
  •  მარკეტინგული/PR კამპანიების დაგეგმვა; 
  •  სოციალური მედიისთვის, კონტენტის შინაარსის განსაზღვრა და შესრულების ხარისხის კონტროლი; 
  • საკომუნიკაციო ინფორმაციის მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია, ინტერვიუების მიცემა; 
  • თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 
  • მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  •  მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის და მართვის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; 
 
პიროვნული მახასიათებლები: 
  • მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა) 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი 
 
დაინტერესებულ პირებს CV-ს გადმოგზავნა შეგიძლიათ - hr.coraltravelgeo@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: B2B მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერის  
გთხოვთ, გამოცდილების არმქონე პირებმა არ გამოგზავნოთ CV, არ განიხილება თქვენი კანდიდატურა. 
 
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.