მზარეული
თარიღები: 23 ნოე - 04 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1100 - 1300
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@coffeelab.ge
"Coffee LAB/ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანიაა საქართველოში, რომელმაც specialty ყავის წარმოება დაიწყო 2016 წლიდან. კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი. ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულების 5 ფილიალს, აქვს ინდუსტრიული და მარტივი გამოყენების დანადგარების ფართომასშტაბიანი ხაზი, სარესტორნო მიმართულება, B2B მიმართულება 250 პარტნიორით და რაც მთავარია ყავის ადგილობრივი წარმოება.

კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: მზარეული;

ძირითადი მოვალეობები:
  • კერძების დადგენილი რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად მომზადება;
  • საკვები პროდუქტების სწორად დახარისხება და შენახვა;
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება კულინარიის მიმართულებით;
  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1-3 წელი;

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
  • გრაფიკი-2/2;
  • სამუშაო საათები: 09:00-21:00
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით (1100-1300 ლარი);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.