საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
თარიღები: 05 ნოე - 04 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  საერთაშორისო ურთიერთობები
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@ssu.edu.ge
შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას  საერთაშორისო ურთიეროთოებების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და კოორდინირების გაწევა  სტრატეგიით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე;
  • პარტნიორულ კავშირების დამყარება სხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან და საავიაციო სფეროში მომუშავე ორგანიზაციებთან;
  • ზრუნვა  საგანმანათლებლო ასოციაციებში, ქსელებსა და საავიაციო სფეროში მოღვაწე უფლებამოსილ ორგანიზაციებში უნივერსიტეტისა ან/და მისი ცალკეული ფაკულტეტის გაწევრიანებაზე;
  • უცხოურ ორგანიზაციებთან, პროფესიულ ქსელებთან, ასოციაციებთან, ფონდებთან , დიპლომატიურ მისიებთან, დონორ ორგანიზაციებთან და საინფორმაციო ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა;
  • ხელის შეწყობა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ჩართვას საერთაშორისო გაცვლით (მობილობის) პროექტებში;
  • ერთობლივი პროგრამების განვითარების მიზნით, ეხმარება ფაკულტეტებს საერთაშორისო პარტნიორების მოძიებაში, თანამშრომლობის ხელშეკრულებების გაფორმებასა და ერთობლივი პროექტების განვითარებაში;
  • უზრუნველყოფს მობილობის პროექტებთან დაკავშირებული კონკურსების ორგანიზებას და კანდიდატების შერჩევას;
  • გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
  • უცხოელი სტუდენტებისა და პერსონალის მოზიდვისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება  ;
  • საერთაშორისო ვიზიტების დაგეგმვა და ვიზიტების შესახებ მონაცემების შეგროვება.
  • სხვადასხვა დელეგაციების, უმაღლესი საგანმნათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების მიღება და შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზება.
  • უცხოელი აბიტურიენტებისთვის/სტუდენტებისთვის უნივერსიტეტში  ჩარიცხვისათვის/გადმოსვლისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება  შესაბამის ორგანოებში წარდგენის უზრუნველყოფა.
  • ინსტიტუციური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დასაფინანსებლად ფონდების იდენტიფიცირება და დაფინანსების წყაროების მოძიება;
  • კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებში;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა

სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  • კანონი უმაღლესი განათლების შესახებ
  • კანონი პროფესიული განათლების შესახებ
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №3 უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
  • საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ან უცხო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქისთვის სწავლის უფლების მინიჭების წესი

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ეფექტიანი უკუკავშირის მიცემა
  • მოლაპარაკებების წარმართვა
  • პრეზენტაციის მომზადება, ჩატარება
  • წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადება
  • საჯაროდ გამოსვლა

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ელ. ფოსტაზე vacancy@ssu.edu.ge გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად;

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.