ტექნიკოსი / ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელების შედუღება
2xP PRIORITY Delta Comm
თარიღები: 14 ნოე - 04 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები:  მეტალი/შედუღება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@delta-comm.ge
შპს „დელტა კომმი” აცხადებს  ანაზღაურებად  სწავლებას     მათთვის   ვისაც არ აქვს  გამოცდილება    ტექნიკოსის ( ოპტიკური-ბოჭკოვანი კაბელების შედუღება)    პოზიციაზე .
ხანგრძლივობა  2-3  თვე,  შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.
სამუშაო  ლოკაცია :   ქალაქი     თბილისი .

სწავლების   პროცესში შეისწავლით : 
  • საკომუნიკაციო ყუთებში  ოპტიკური კაბელების შედუღება/მოვლას;
  • ოპტიკური ქუროების და “Passive Box”-ის დამონტაჟებას  ბოძებზე;
  • FTTH ოპტიკური ქსელის გამართულ მუშაობის უზრუნველყოფას

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი  ან  საშუალო   ტექნიკური განათლება 
  • სასურველია მანქანის მართვის მოწმობის ქონა :  B კატეგორია

პიროვნული მახასიათებლები: 
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • ორგანიზებული
  • ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
  • ახალის ათვისების უნარის მქონე
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი  CV  ,  შემდეგ ელ. მისამართზე: hr@delta-comm.ge   2024   წლის     05 დეკემბრამდე. 
გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის  დასახელება,  წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეს  გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს " დელტა კომმი"-ს მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
შპს " დელტა კომმი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ  ელ-ფოსტის მისამართზე- hr@delta-comm.ge