კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - წყალმომარაგების ინჟინერის პოზიციაზე.
კომპანიისა და პოზიციის შესახებ ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული- https://www.loom.com/share/971f79f3ec224fd39f9a4e42f522906c?sid=2546964d-7912-487f-8bd0-9df18260bba2
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: 2000 - 4000 ლარამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 - 18:00. შაბათ-კვირის გარდა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მექანიკურ-საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის წყალგაყვანილობის ნაწილის პროექტირება;
- Plumbing (ხანძარქრობა, მილდგარები) სისტემების პროექტირება;
- ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და კომპონენტების სრული სიის მომზადება;
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
- გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
- პროექტის პროცესში ინჟინერ-მემონტაჟებთან, პროექტ მენეჯერთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია;
- ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
- სასურველია საოფისე პროგრამებისა და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების (AUTOCAD) ცოდნა;
- აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.
უნარები და თვისებები:
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობიანი.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა
- პროფესიული განვითარება
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
- ჯანსაღი სამუშაო გარემო
- მზარდი ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/sekkeipark
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!