წყალგაყვანილობის ინჟინერი
თარიღები: 15 ნოე - 04 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000 - 4000
ენები: ინგლისური
ინჟინერია:  სისტემური პროცესების ინჟინერი მექანიკოს-ინჟინერი სამშენებლო, უძრავი ქონება:  ინჟინერი-არქიტექტორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Info@sekkeipark.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595116735
მისამართი: ვაჟა-ფშაველას 45
კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - წყალმომარაგების ინჟინერის პოზიციაზე.

კომპანიისა და პოზიციის შესახებ ვიდეოს სანახავად იხილეთ ბმული- https://www.loom.com/share/971f79f3ec224fd39f9a4e42f522906c?sid=2546964d-7912-487f-8bd0-9df18260bba2

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

ანაზღაურება: 2000 - 4000 ლარამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 - 18:00. შაბათ-კვირის გარდა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მექანიკურ-საინჟინრო გადაწყვეტილებების მიღება და პროექტის წყალგაყვანილობის ნაწილის პროექტირება;
  • Plumbing (ხანძარქრობა, მილდგარები) სისტემების პროექტირება;
  • ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა და კომპონენტების სრული სიის მომზადება;
  • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა;
  • პროექტის პროცესში ინჟინერ-მემონტაჟებთან, პროექტ მენეჯერთან და სხვა ჩართულ პირებთან კომუნიკაცია;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
  • სასურველია საოფისე პროგრამებისა და საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების  (AUTOCAD) ცოდნა;
  • აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

უნარები და თვისებები:
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობიანი.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • სამედიცინო დაზღვევა
  • პროფესიული განვითარება
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო
  • მზარდი ანაზღაურება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/sekkeipark
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!