წარმატებული კარიერული გზა და სტაბილურობა შენს სამომავლო გეგმებშია?
ბაზისბანკის გუნდში ზუსტად შენნაირ ადამიანებს ველოდებით!
თუკი მეგობრული სამუშაო გარემო შენთვის პრიორიტეტულია, დასაქმდი ჩვენთან მარტივად!
ამჟამად ჩვენ პრემიალური მომსახურების ბანკირს ვეძებთ თელავში.
ძირითადი მოვალეობები:
- პრემიალური სეგმენტის კლიენტებისთვის ოპტიმალური საბანკო/არასაბანკო პროდუქტებისა და სერვისების შერჩევა და შეთავაზება;
- პრემიალური კლიენტების მიმდინარე პრობლემების ოპტიმალური მოგვარება;
- პრემიალური კლიენტების საოპერაციო/საკრედიტო მომსახურება;
- საკრედიტო/სადეპოზიტო პორთფელზე მუშაობა დაწესებული გეგმის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო სფეროში კლიენტების მომსახურების მიმართულებით (საოპერაციო და საკრედიტო მიმართულებით) მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უპირატესობა მიენიჭება საბანკო პროგრამების ცოდნას;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
თუკი დაინტერესდი, დაგვიტოვე შენი CV მეილზე:
hr@basisbank.ge , სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდება.