ოფისის მენეჯერი
თარიღები: 05 ნოე - 15 ნოე
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@petragroup.ge
დეველოპერული კომპანია პეტრა გრუპი თბილისის სათაო ოფისისთვის აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:
  • სატელეფონო ზარების, მეილების მიღება და ინფორმაციის საჭიროებისამებრ მიმართვა/გადამისამართება
  • სტუმრების დახვედრა, შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
  • საკანცელარიოს, ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა;
  • დიასახლისების საქმიანობის კურირება და საჭიროებისამებრ კონტროლი;
  • დოკუმენტბრუნვის ორგანიზება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება-კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Windows, MS Office applications, MS Outlook.

პიროვნული თვისებები:
  • პრეზენტაბელურობა, კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენი შეთავაზება:
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 
  • კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო
  • მხარდამჭერი გუნდი
  • კარიერის განვითარების შესაძლებლობა

გაგზავნეთ თქვენი განაცხადი 2024 წლის 15 ნოემბრამდე ელექტრონული ფოსტით: info@petragroup.ge 
კომპანია იტოვებს უფლებას დახუროს ვაკანსია ადრე ან გააგრძელოს ვადა