ოფთალმოლოგიის ექთანი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსის კლინიკა
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: ოფთალმოლოგი
შპს „ავერსის კლინიკა“ აცხადებს  ოფთალმოლოგიის  ექთნის  ვაკანსიას ცენტრალურ  ფილიალში.

ძირითადი  მოვალეობები:
  • პაციენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ექიმის დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები: 
  • საშუალო განათლება სპეციალიზირებული, მედდის კვალიფიკაციით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერთან მუშაობა (ინფორმაციის მოძიება, შეყვანა, ამობეჭდვა);
  • ინგლისური  და რუსული ენის ცოდნა სალაპარო დონეზე სასურველია;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გულისხმიერება.

დაინტერესებულმა  პირებმა  გამოგზავნეთ  CV  ელექტრონული  ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge  ელ. ფოსტის  საგნის  ველში (subject)  მიუთითეთ  ვაკანსიის  დასახელება: ოფთალმოლოგიის ექთანი  იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.  რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18/11/2024.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  
გისურვებთ წარმატებას!