ფეიროლის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი VIVO Medical Group
მივლინება: არა ხელფასი: 1300
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
ვივო მედიქალ გრუპი აცხადებს ვაკანსიას ფეიროლის (ანაზღაურების ადმინისტრირების) სპეციალისტის პოზიციაზე

სამედიცინო ცენტრების გაერთიანება “VIVO Medical Group” 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან  მულტრიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,  ბოხუას  ქ. 6
სამუშაოს გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ
ანაზღაურება: 1300 ლარი (ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით)

ძირითადი მოვალეობები:
  • სახელფასო უწყისის მომზადება და ხელფასების დარიცხვაში მონაწილეობის მიღება;
  • ფეიროლთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება; 
  • ფეიროლის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა და დამუშავება ექსელის პროგრამით;
  • თანამშრომელთა კონსულტირება სახელფასო საკითხებთან დაკავშირებით; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ანაზღაურების ადმინისტრირების მიმართულებით;
  • აუცილებელია Excel-ის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნება.

შერჩევის ეტაპები:
  • ტესტირება (Excel);
  • გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე - vacancy@vivomedical.ge  და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფეიროლის (ანაზღაურების ადმინისტრირების) სპეციალისტი“

მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

***    მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.