წარმოების კალკულაციებისა და აღრიცხვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი რესტორანი ლეგატო
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: მენეჯერული აღრიცხვა
რესტორნების ქსელი ლეგატო აცხადებს ვაკანსიას წარმოების კალკულაციებისა და აღრიცხვის მენეჯერის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი.
სამუშაოს ხანგრძლივობა: 10 საათიდან 18 საათამდე;
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ბიზნესის მართვისა და ფინანსური აღრიცხვის პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე, წარმოების სფეროში, მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Exel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;

სამუშაოს აღწერილობა:
  • ყოველთვიური აღწერის შედეგების დამუშავება და პროგრამული ასახვა;
  • ნედლეულის თვითღირებულებების კონტროლი;
  • მოწოდებული ინფორმაცის საფუძველზე კალკულაციების - რეცეპტების მომზადება და პროგრამული ასახვა;
  • გაყიდული პროდუქციის საფუძველზე თვითღირებულებების პროგრამული წარმოება და კონტროლი;
  • აღწერის შედეგებზე დაყრდნობით ნედლეულის გადახრების ანალიზი;
  • ვადაგასული პროდუქციის საგადასახადო ჩამოწერა;
  • გაყიდული პროდუქციის სტატისტიკა და ანალიზი.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "ლეგატოს“ პროფესიონალთა გუნდს გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancy.legateau@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!