შპს ტუმბო ეძებს კონსულტანტს ტექნიკის მაღაზიისთვის , კომპანიის საქმიანობაა წყლის,გათბობის და ჰაერის სისტემებით , როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა
პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; 09:00-18:00
- ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში (3 თვე) 1000 ლარი, სტაჟირების პერიოდის გავლის შემდეგ 1200 ლარი.ანაზღაურება მზარდია კვალიფიკაციის შესაბამისად.
- ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევას;
- გრძელვადიანი თანამშრომლობას;
- ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოვალეობები :
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა , შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება-გაყიდვა.
- გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა
- დახლებზე და თაროებზე პროდუქციის მოწესრიგება.
- დარბაზში საქონლის აღწერა , ნაშთების რაოდენობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- სამუშაო გამოცდილება სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში.
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ; (Word, Excel, Internet);
- სასურველია რს-თან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
- პუნქტუალური , კომუნიკაბელური , თავაზიანი;
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებული;
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ , თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: info@tumbo.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება