“პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებებათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი, - რომელიც აწარმოებს ბეტონს, ბეტონის ნაკეთობებსა და ინერტულ მასალას. კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ჩვენი საიტი:www.primeconcrete.ge
შერჩეულ კანდიდატს შესაძლებელობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში და გაიზიაროს ჩვენი პროფესიონალების, ასევე უცხოელი პარტნიორების გამოცდილება.
“პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
პოზიციის ადგილმდებარეობა: ფოთი/ანაკლია (საჭიროების შემთხვევაში მოხდება პოზიციის საცხოვრებლით უზრუნველყოფა)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტის შრომის უსაფრთხოების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
- ობიექტზე შრომის უსაფრთხოების სისტემის და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო პროცედურის დაცულობის უზრუნველყობა
- მუშახელის ყოველდღიური ტრეინინგი უსაფრთხოების ნორმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით
- სამშენებლო პროექტის რეგულარული ინსპექტირება
- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება
- სამშენებლო ობიექტზე რისკების შეფასების სისტემის შემუშავება, დანერგვა, კონტროლი
- შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პირდაპირი კავშირი დამკვეთთან, ინჟინერთან, ქვეკონტრაქტორთან და ყველა იმ პირთან ვინც მონაწილეობს მშენებლობის პროცესში
- პროექტთან დაკავშირებული უსაფრთხოების დოკუმენტაციის მართვა
- მაქსიმალური კონტროლი იმ პროცესების რომლებიც მოიცავს განსაკუთრებით სახიფათო მოქმედებიბს შესრულებას (სიმაღლეზე მოქმედება, შეზღუდულ სივრცეში მოქმედება, სახიფათო დანადგარებთან მუშაობა, ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება და ა.შ. )
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამშენებლო პროექტზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- შრომის უსაფრთხოების კუთხით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- შრომის უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების ცოდნა
- შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა
- შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტაცია (შესაბამისი გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტი)
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.