კომპანია "იფქლი” ქართულ ბაზარზე 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურფუნთუშეულს. დღესდღეობით, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციით თბილისი, კახეთი, გორი, რუსთავი, მცხეთა, ქუთაისი და ბათუმი მარაგდება.
კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს ცვლის უფროსის (პროდუქციის სარეალიზაციოდ მოსამზადებელი ჯგუფი) პოზიციაზე, ქუთაისის ფილიალში.
სამუშაოს აღწერილობა:
პროდუქციის სარეალიზაციოდ მოსამზადებელი პროცესის ორგანიზება / წარმართვა. პროდუქციის სარეალიზაციოდ მოსამზადებელი ჯგუფის მიერ სამუშაო ცვლაში შესრულებული სამუშაოს კონტროლი
პიროვნული თვისებები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სამუშაო გრაფიკი - ყოველ მესამე დღეს, 24 საათიანი სამუშაო ცვლა
სამუშაო ადგილის მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიკეას 19
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე - +995 599 873 874